სამწუხაროა, რომ სწრაფი დიაგნოსტიკის/ტესტირების არარსებობა გახდა ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად გახარიას ეკისრება!

კორონავირუსი ბაღდათშიც დადასტურდა! მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კლინიკაში იყო მისული, თუმცა მას ტესტი არ გაუკეთეს და სახლში გაუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამედცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას იმ ეტაპზე პროტოკოლით გათვალისწინებული სიმპტომები არ აღენიშნებოდა, რის გამოც ტესტს ვერ ჩაუტარებდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ ტესტებს არ უკეთებენ. ქობულეთი, ვანი, ბათუმი თემქა, ეს იმ ტერიტორიების არასრული ჩამონათვალია, სადაც გამოვლენილი შემთხვევები ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, მათ კი არ აქვთ დიაგნოსტირების შესაძლებლობა.
ჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდ აფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე, რაც გახარიასა და მთავრობის არასწორი ნაბიჯების შედეგია!
მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დღემდე არ გვაქვს დიაგნოსტირების საშუალება.
მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას რამდენიმე ათასი ტესტი უკვე აქვს და თუ ასეა, მაშინ რატომ არ ატარებენ დიაგნოსტირებას/სწრაფ ტესტირებებს?! – ეს არის სწორედ არასწორი მენეჯმენტის შედეგი!

ერთი თვის წინ, როცა ტესტირების აუცილებლობაზე დავიწყეთ საუბარი, გახარიამ და მთავრობამ კრიტიკა დაგვიწყო და საკუთარი ტროლ ბოტები მოგვისიეს, ეხლა კი ყველა თანხმდება, რომ საჭიროა, მაგრამ ტესტები არ გვაქვს, როგორც ჩანს.

ვეკითხები გახარიას – რატომ? კიდევ ფიქრობ რომ არ არის საჭირო?
სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ!