ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ, ტრამპი არმიას ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს“, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.

„ის ამერიკის არმიას იყენებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. მან ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი ქვეყნის სულისთვის, ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ. ერთად ამის გაკეთება შეგვიძლია“,- წერს ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა. ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მინესოტის სამედიცინო ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია.

 

წყარო

2020-06-02T13:43:25+04:00ივნისი 2nd, 2020|