ჩრდილოეთ ოსეთში მოსახლეობამ სატელეფონო ანძა დაწვა, რადგან ის 5G ანტენა ეგონათ

ადამიანებმა, რომლებსაც არ სჯერათ კორონავირუსის არსებობის და ეშინიათ მეხუთე თაობის ინტერნეტისა და „დაჩიპვის“, დაწვეს MTS ანტენა, რის გამოც სოფელ ნოგირში მაცხოვრებლები ფიჭური კომუნიკაციების გარეშე დატოვეს, – თქვა ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ბიტაროვმა.

როგორც „კავკასიური კვანძი“ წერს, 30 აპრილს, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ 11 მაისამდე გააგრძელა შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესდა.

„MTS სატელეფონო კოშკი დაიწვა ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნოგირთან ახლოს“, – განაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ბიტაროვმა, გუშინ.

მისი თქმით, ზოგი ფიქრობს, რომ ეპიდემიის ორგანიზატორები არაინ „რაღაც მსოფლიო ძალები“, რომელთაც სურთ ხალხის იზოლაცია, 5G ანტენების განთავსება, მათი დასხივება ისე, რომ დაკარგონ ცნობიერება, შემდეგ კი „დაჩიპონ“

„ასეთი ადამიანები უკვე ჩადიან დანაშაულს. კერძოდ, მათ ახლახან დაწვეს MTS ანტენა სოფელ ნოგირთან ახლოს.

სოფელი დარჩა კომუნიკაციის გარეშე. ყოველდღე მირეკავენ და მთხოვენ, რომ კავშირი აღვადგინოთ“, – განაცხადა ბიტაროვმა.

სოფელ ნაგირში  11 847 ადამიანი ცხოვრობს და ხანძრის შემდეგ ისინი ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე დარჩნენ.

რესპუბლიკისთვის ეს არ არის პირველი პროტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით განსაზღვრულ შემაკავებელ ზომებზე.

20 აპრილს, ვლადიკავკაზში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა იზოლაციის რეჟიმის მოწინააღმდეგეების აქცია, რომელიც არ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან.

უსაფრთხოების ძალებმა დაარბიეს მომიტინგეები რომლებიც მთავრობის, პარლამენტისა და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვდნენ.