ჩინეთში დაფიქსირებულია ფრინველის გრიპის H10N3 ახალი შტამის ახალი შემთხვევა. ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო როიტერი აცხადებს.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ 28 აპრილს, 41 წლის მამაკაცი ქალაქ ჟენჯიანგში, (ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯიანგსუს პროვინციაში), საავადმყოფოში მოათავსეს  ტემპერატურის ზრდის გამო.  ფრინველის გრიპის ახალი შტამის დიაგნოზი კი, 28 მაისს დაუსვეს.

ამ დროისთვის არ არის მითითებული, თუ როგორ დაავადდა მამაკაცი ფრინველის გრიპით. ის ახლა სტაბილურ მდგომარეობაშია და უკვე ემზადება საავადმყოფოდან გამოსაწერად.

ამავე დროს, ექიმებმა ფრინველის გრიპის ვირუსით ინფექციები ვერ აღმოაჩინეს მამაკაცის ნათესავებსა და მეგობრებში.

აღინიშნა, რომ H10N3 არის ფრინველის გრიპის შედარებით უვნებელი შტამი. მისი სერიოზული მასშტაბის გავრცელების რისკი საკმაოდ დაბალია. მანამდე, ვირუსის ამ შტამით ადამიანის ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

2020 წლის დასაწყისში, ფრინველის გრიპის აფეთქების გამო, ვინიცის რეგიონში დაახლოებით 108 ათასი თაობის ფრინველის განადგურება მოხდა.

 

 

 

 

 

თამო თავხლიძე