ჩინეთში ავტობუსში გარდაიცვალა მამაკაცი რომელსაც ჰანტავირუსი დაუდგინდა

ჩინეთში, ავტობუსში, გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც კოვიდ-19-სგან სრულად განსხვავებული ვირუსი დაუდგინა. უცნობი მსხვერპლი იუნანის პროვინციიდან,  სამუშაოდ მიეშურებოდა შანდონგის პროვინციაში, თუმცა ის  ავტობუსში გარდაიცვალა. როგორც იტყობინებიან, ავტობუსში მყოფ ყველა მგზავრს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან მხოლოდ გარდაცვლილ  მამაკაცს აღმოაჩნდა ე.წ. “ჰანტავირუსი”. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს ვირუსი სულაც არ არის ახალი და იგი აქამდეც შეიმჩნეოდა ადამიანებში. იგი პირველად აშშ-კორეის ომის დროს 1950-იან წლებში გაჩნდა. შვედი მეცნიერის თქმით, ეს ვირუსი ვრცელდება ვირთხიდან, თუ კი ადამიანი მისი სხეულის სითხის მასას მიიღებს. ასევე დასძენს – ,,ნუ დაპანიკდებით მანამ, სანამ ვირთხის დაგემოვნებას არ გადაწყვეტთ”. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ჰანტავირუსი იშვიათია, თუმცა მისი  სიკვდილიანობის მაჩვენებელი 38%-მდეა. როგორც აღნიშნავენ, სიმპტომები რვა კვირამდე შეიძლება გამოვლინდეს.  ინფიცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ვირთხის ნაკბენითაც. აღსანიშნავია, რომ სხვა სიმპტომები ძალიან ჰგავს კორონავირუსის სიმპტომებს, როგორებიცაა: სიცხე, კისრის არეში დაძაბულობა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჰანტავირუსის შემთხვევა ჩილესა და არგენტინაშიც დაფიქსირდა მას მასშტაბური სახე არმიუღია და ადამიანების კონტაქტით გადაცემის ძალიან მცირე შემთხვევა ყოფილა,მაინც აუცილებელია თავის დაზღვევის მიზნით ექიმთან ვიზიტი მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

 

ავტორი: მარიამ ბარბაქაძე

წყარო: nypost.com

2020-03-25T00:25:12+04:00მარტი 25th, 2020|