ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქ ვუჰანში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა. ვუჰანი იყო  პირველი ეპიცენტრი სადაც  კორონა ვირუსი გავრცელდა, ახლა კი ქალაქში ორი თვის განმავლობასი არსებული კარანტინი გაუქმდა, ამუშავდა რამდენიმე მეტრო სადგური და  გაიხსნა საზღვრები, რამაც ოჯახებს საშუალება მისცა დაბრუნებოდნენ საკუთარ სახლებს.

ორშაბათ დილის მონაცემებით მსოფლიოში 732 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 34 686 გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის პროპაგანდისტული ბიძგები საერთაშორისო საზოგადოებისთვის ღიმილის მომგვრელია, მოსახლეობამ ,,რადიო თავისუფლება აზიას” განუცხადა, რომ ის ფაქტი, თითქოს ვუჰანში მხოლოდ 2500 ადამიანი გარდაიცვალა, რეალობას მოკლებულია.

ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში შვიდი დამკრძალავი ბიურო დაახლოებით 500 ადამიანის კრემაციულ ნაშთებს გადასცემდა დაღუპულთა ოჯახებს.

ვუჰანის მკვიდრი   რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ შეუძლებელია გარდაცვალების ასეთი მცირე სტატისტიკა სიმართლეს შეესაბამებოდეს. მთავრობა ამბობს, რომ მათმა მკაცრმა ზომებმა შეამცირა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვები. ქალაქის დაკეტვის შემდეგ მთელი ჩინეთიდან ჩამოიყვანეს მუშაკები და კრემატორიუმებს სამ სმენაში ამუშავებდნენ. სულ უხანში 84 ფეჩია, რომელიც 24 საათში 1560 ურნას გამოსცემს.  რადიო თავისუფლება აზიის განცხადებით, დამკრძალავი ბიუროები კორონა ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს პირდებიან, რომ ისინი კრემაციას ტრადიციულ ფესტივალ Qing-Ming-ის გამართვამდე (5 აპრილი) დაასრულებენ.

სხვა ონლაინ შეფასებების მიხედვით მხოლოდ ვუჰანში გარდაცვლილთა რაოდენობა 46 800-ს შეადგენს. ჰუბეის პროვინციის მკვიდრი იტყობინება, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 40 000-ს აჭარბებს, რაც ათობით ათასით მეტია იმასთან შედარებით, რასაც მთავრობა აცხადებს. ერთ-ერთმა სანდო წყარომ RFA-ს განუცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის დაღუპულთა რაოდენობა, რომელიც ასე კრიტიკულია და გასაიდუმლოებული. ასევე არსებობს მოსაზრებები, რომ მთავრობა ოჯახებს დუმილის სანაცვლოდ გარკვეულ ანაზღაურებას 3000 იუანს  უხდიან.

 

ავტორი: მარიამ ბარბაქაძე

წყარო: ფოქს ნიუსი