თამარ ჩეგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მრევლისთვის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს ეხმაურება:
“ტეროროსტული ორგანიზაცია, რომელიც ქარიშხალს მოიმკის – ინფიცირებულთა პიკს რელიგიური დღესასწაულებიდან 2 კვირაში ელოდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ამოქმედებულია კარანტინის საათი და 21:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ეკლესიამ არ აკრძალა მოქალაქეთა დასწრება საღვთო ლიტურგიაზე და არ შეცვალა ზიარების წესი. საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ მრევლის დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს”