„გვაქვს გიჟური იდეა გადავიღოთ ჩცდ – კარანტინში“, – ​ამის შესახებ განცხადებას ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი ირაკლი საღინაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, სერიალი ამოვარდნილი იქნება საერთო დრამატურგიული ხასიათიდან. მისივე თქმით, მსახიობების კონკრეტული ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში ჩაიკეტება კონკრეტულ ლოკაციაში და იქ დამზადდება ჩცდ-ს მსგავსი სერიალი.

„გვაქვს გიჟური იდეა გადავიღოთ ჩცდ – კარანტინში. გადამღები ჯგუფი, რომელიც შედარებით მსუბუქი იქნება. რამდენიმე მსახიობთან ერთად კონკრეტულ ლოკაციაში ჩაიკეტება 2 კვირის განმავლობაში და იქ დამზადდება ჩცდ-ს რაღაც ვარიანტი, რომელიც ამოვარდნილი იქნება საერთო დრამატურგიული ხაზიდან, მაგრამ იქნება კონკრეტული ლოკალური ამბები, რომელიც ყველანაირი კარანტინის წესების ამბების დაცვით ჩატარდება. ჯგუფი იქნება სრულიად იზოლირებული“, – განაცხდა ირაკლი საღინაძემ.