ჩემი აზრით 2020 წელს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ და სწორ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ ბათუმის მერის მოადგილემ სოფო ხალვაშმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს.

„ვფიქრობ რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად დაუჭერს მოსახლეობა მხარს, ნამდვილად ღირსეული კანდიდატები იყვნენ დღეს რომლებიც წარადგინა ქართულმა ოცნებამ და ყველაზე მთავარი რასაც ეს და პოლიტიკური გუნდი აკეთებს და არაერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი არინ საკუთარი ხალხისთვის, ადამიანებისთვის რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში და იმოქმედეს ძალინ კარგად. ჩემი აზრით 2020 წელს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ და სწორ გადაწყვეტილებას“ – სოფო ხალვაში

 

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ნახეთ, მაჟორიტარების სია, თბილისსა და რეგიონებში.