ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს მისცეს 3 მილიონი დოლარი

“ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსანი მესაუბრა. მითხრა, რომ ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს მისცეს 3 მილიონი დოლარი. იქამდე საქართველოში 3 წელი ვცხოვრობდი. მთელ ამ პერიოდში აზერბაიჯანის სპეცსამსახური ყოველდღე გვადევნებდა თვალს. ისინი ღიად მუშაობდნენ თბილისში, საქართველოში. შეუძლებელია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა თბილისში იმუშაოს, ქართულმა მხარემ კი არ იცოდეს და არაფერი გააკეთოს,” – ამბობს მუხთარლი.

მისივე თქმით, მაღალჩინოსანი, ვინც თანხის შესახებ უთხრა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატში მუშაობს.

” გატაცებაში ჩარეული იყო საქართველოს კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამინისტრო, სასაზღვრო ჯარები და ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელი. მე ან კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა, ან ეროვნული უშიშროების სამსახურმა. საზღვარზე სასაზღვრო ჯარმა გადამიშვა, უპასპორტოდ, ეს კი სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელმა დაუშვა. ეს ყელაფერი მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული, მინიმუმ კვირიკაშვილმა იცოდა,” – ყვება ჟურნალისტი.

2020-03-20T20:27:22+04:00მარტი 20th, 2020|