“ჩემი ამომრჩეველი არის ოცნებისგან გაღატაკებული და ბანკში ჩადებული საქართველო”

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, პოლიტიკური გაერთიანება “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მას ოპოზიციას შორის შეთანხმების თავიდანვე არ სჯეროდა და მისთვის არც “ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილი პარტიების ერთიანობა მიაჩნდა რეალურად, რადგან მისი თქმით, ეს გაერთიანება ღირებულებების გარშემო არ მომხდარა. ჩარკვიანის განცხადებით, იქ შეკრებილი ადამიანების საერთო იდეა, არც ივანიშვილის დამარცხება ყოფილა.

“ივანიშვილი მაგიდასთან იჯდა და როგორ იყო დამარცხება… მაგიდასთან რუსული ვექტორი გიზის… როდესაც მაგიდასთან ზის რუსული ვექტორი … ჩემი ამომავალი წერტილი და ბევრი ჩემი კოლეგის ოკუპირებულ ქვეყანაში უნდა იყოს დასავლური ვექტორი, როდესაც ივანიშვილს ეუბნები და ვეუბნები, მე პრეტენზია უპირველესი მაქვს, რომ ქვეყანა კურსს იცვლის და ახლა ამაში დასტურს მთელი დასავლეთი გვაძლევს, შენ ამ დროს მაგიდასთან გიზის გაცხადებული რუსული ვექტორი…

გიორგი ვაშაძე და თამარ ჩარკვიანი გავიდნენ იმისთვის, რომ კარგი და დასავლეთის მოსაძლიერებლად კარგი საქმე გაკეთდეს. ხალხი გვეუბნება, რომ ოპოზიცია არის უმოქმედოდ, ხალხი ითხოვს პროექტს, გეგმას და ამ დროს პარტიები სხედან და ლაპარაკობენ მე იქ დავაყენებ და მე აქ და სიაში შენ მე-5 იქნები თუ მე-4, მე ეს არ შემიძლია-მეთქი, თავიდანვე გითხარით, ეს ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ხალხი არ შევაწუხოთ,”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა “ღამის კურიერის” ეთერში.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ მას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობით უფრო მეტი შანსი ექნება, ვიდრე ეს ექნებოდა ოპოზიციური გაერთიანებაში. თაკო ჩარკვიანი ასევე ამბობს, რომ თეორეტიკოსი პოლიტიკოსების დრო აღარაა, პრაქტიკოსი პოლიტიკოსად კი მას გიორგი ვაშაძე მიაჩნია, რომელთან ერთადაც აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. თაკო ჩარკვიანმა ჭორი და სიცრუე უწოდა, ვანო ჩხარტიშვილის მიერ გიორგი ვაშაძის დაფინანსებას:

“განცხადებაც გავაკეთე გამჭვირვალე გავხადოთ-მეთქი, რაღაც სიახლე უნდა შემოვიდეს, შეუძლებელია ეს მდიდარი ადამიანების დაფინანსებული პარტიები. მე განა ახლა დავინტერესდი, მე დავინტერესდი მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩვენების შტაბის უფროსად ვნახე გიორგი ვაშაძე, ფრთხილი ადამიანი ვარ და პირველი ვისგანაც მოვისმინე, რომ ეს არის ჭორი და მტკნარი სიცრუე, ესენი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და გუშინ ვიხუმრე კიდეც, იცოდით და მე მიმალავდით-თქო, ეს უხერხულია ადამიანურად და პოლიტიკურად შეცდომაა,”- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ყველაზე სერიოზულ კონკურენტად დავით სერგეენკოს მიიჩნევს, რადგან ის მმართველი გუნდისგანაა წარდგენილი. თუმცა მისი თქმით, სერგეენკოსთვის ყველაზე ცუდი არის ის, რომ ის დისკრედიტირებულმა პარტიამ დაასახელა.

“ჩემი ამომრჩეველი არის ოცნებისგან გაღატაკებული და ბანკში ჩადებული საქართველო,”  – აცხადებს თაკო ჩარკვიანი, მისი თქმით, ის ეცდება გაიმეოროს ყველაფერი კარგი რაც სააკაშვილის რეფორმებს ჰქონდა.

2020-07-28T23:34:01+04:00ივლისი 28th, 2020|