ჩატარდება თუ არა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს. 2021 წლის იანვრისთვის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა უკვე გადახედა კონტრაქტებს შვეიცარიაში, დავოსში მდებარე ადგილობრივ სასტუმროებთან, რომლებიც როგორც წესი ფორუმის სტუმრებს მასპინძლობენ – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ რამდენადაც კორონავირუსის გამო კონტინეტნეტებს შორის მოგზაურობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ჟენევაში ბაზირებულმა ორგანიზაციამ ივნისში განაცხადა, რომ ფორუმის ჩატარებას გარკვეული ფორმით მაინც გეგმავს 2021 წლის იანვარში, სავარაუდოდ, ფორუმს ადგილზე შვეიცარიელი სტუმრები უნდა შეეკრიბა, დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები კი ვირტუალურად შემოუერთდებოდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო თვეში იქნება მიღებული.

2020-08-10T00:22:12+04:00აგვისტო 10th, 2020|