ჩაკეტილი საზღვრების გამო, თურქეთში, ჩაის კრეფაზე დასაქმებული ქართველები სენეგალელებმა, ავღანელებმა და უზბეკებმა ჩაანაცვლეს

ჩაკეტილი საზღვრების გამო თურქეთში, რიზეს პროვინციაში ჩაის კრეფაზე დასაქმებულმა ქართველებმა ქვეყანაში ჩამოსვლა ვეღარ შეძლეს და ისინი სენეგალელმა, ავღანელმა და უზბეკმა მუშახელმა ჩაანაცვლა, – ამის შესახებ თურქულ გამოცემა Hurriyetdaily-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ქალაქი 40 000-მდე უცხოელს ელოდა, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის გამო მათ თურქეთში ჩასვლა ვერ მოახერხეს და რეგიონის ჩაის პლანტაციებში მუშახელის ნაკლებობის პრობლემა შეიქმნა.

გამოცემა წერს, რომ თურქეთში მცხოვრებმა სენეგალელებმა, ავღანელელებმა და უზბეკებმა, რომლებსაც თურქეთში მუშაობის უფლება აქვთ, ქართველი მუშახელი ჩაანაცვლეს.

2020-06-12T16:32:25+04:00ივნისი 12th, 2020|