ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შიდა მონღოლეთთან მდებარე სოფლის დახურვასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ავტონომიურ რაიონში ადგილობრივი მოსახლე ბუბონური ჭირისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქალაქ ბატოუს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელები ადასტურებენ, რომ პაციენტის გარდაცვალება ბუბონურმა ჭირმა გამოიწვია, თუმცა უჭირთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა აღნიშნული პაციენტის დაინფიცირება.

ბუბონური ჭირის გავრცელების შესაკავებლად, ჩინეთის მთავრობამ განკარგულება გასცა საცხოვრებელი სახლების და დაწესებულებების ყოველდღიურ დეზინფიცირებასთან დაკავშირებით. ასევე გამოცემის მიხედვით, სოფლის მოსახლეობას, რომლებსაც ტესტი ჩაუტარდათ ბუბონურ ჭირთან დაკავშირებით, ინფექცია არ დადასტურებიათ.

სპეციალური კომისიის განცხადებით, გამოკვლეული იქნა პაციენტის 9 ახლო და 26 მეორადი კონტაქტი, რომლებიც ამჟამად კარანტინში იმყოფებიან.

CNN-ი წერს, რომ ეს ჩინეთისთვის ბუბონური ჭირით ინფიცირების მეორე შემთხვევაა, ხოლო გარდაცვალების მხრივ პირველი. პირველი შემთხვევა ივლისის თვეში გამოვლინდა შიდა მონღოლეთის მეორე ქალაქ ბიანურში. ამჟამად შიდა მონღოლეთში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული და დახურულია ტურისტული ადგილების ნაწილი.

 

წყარო