ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sunday Times ავრცელებს.

ბრიტანულმა დაზვერვამ გადახედა კორონავირუსის წარმოშობის ვერსიებს. თავიდან ლაბორატორიიდან მისი წარმოშობა ნაკლებად სავარაუდო იყო, ახლა კი ეს ვერსია უფრო სარწმუნო გახდა.

ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცა. მიღებული იქნა ახალი ინფორმაცია იქ მომუშავე სამი მკვლევრის შესახებ, რომლებიც სერიოზულად დაავადდნენ კორონავირუსით 2019 წლის ნოემბერში.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჩინელ მეცნიერებზე, რომლებიც ლაბორატორიაში მუშაობდნენ ვირუსების შესწავლასა და ამერიკულ დაზვერვაზე. 2019 წლის შემოდგომის ბოლოს ეს ჩინელი მეცნიერები საავადმყოფოებს აკითხავდნენ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით.

ახლა, ბრიტანული დაზვერვა იძიებს კორონავირუსის შესაძლო გაჟონვას ჩინურ ინსტიტუტში, რომელიც ოფიციალური პეკინის აზრით, დაავადების წყარო არ ყოფილა.

ბრიტანული პრესის ცნობით, ჩინელმა მეცნიერებმა სიჩუმე არჩიეს როდესაც ისინი ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვაზე საუბარს ცდილობდნენ.

 

 

თამო თავხელიძე