ბრიტანეთში თავშეყრის ადგილები იხურება

ბრიტანეთში რესტორნები, კაფე-ბარები, სპორტული დარბაზები და სხვა თავშეყრის ადგილები იხურება

დიდ ბრიტანეთში თავშეყრის ადგილებში შეკრება აიკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან ქვეყანაში ყველა რესტორანი, კაფე, ბარი, სპორტული დარბაზი და სხვა დაწესებულება დაიხურება. ამასთანავე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხვალიდან მუშაობის უფლება აღარ ექნებათ, სახელმწიფო ხელფასის 80%-ს აუნაზღაურებს.

2020-03-20T22:21:13+04:00მარტი 20th, 2020|