პანდემიის პირობებში ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა უკანონო გადაზიდვების რაოდენობა, წინა დღეს დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო პოლიციამ სასაზღვრო პუნქტზე ე.წ. სამედიცინო პირბადეების შეფუთვებში მილიონ 200,000 დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღო, რის გამოც ხელისუფლება ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას აანონსებს.

“გასულ კვირას სასაზღვრო ძალებმა რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა აღკვეთეს. ამოღებულია მილიონი ფუნტ სტერლინგის ღირებულების ნორკოტიკული ნივთიერება კოკაინი, რომელიც მომხმარებელმა სამედიცინო პირბადის ნიშნით შეუკვეთა, ორი პირი დააკავა ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ, რომლებიც მსგავს საქმიანობას ახორციელებდნენ, ამჯერად კორონავირუსის ტესტების შეფუთვით,” – განაცხადა საშინაო საქმეთა მდივანმა პრიტი პატელიმ.

რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონი მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან განაგრძობს.