ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  თავისი პერსონალური ტელეფონი სამუშაო საკითხებისთვის გამოიყენა, მიუხედავად საკუთარი გუნდის უსაფრთხოების დაცვის საიდუმლო რეკომენდაციებისა. იტყობინება The Times-ი.

 

 

 

გაზეთის თანახმად, ჯონსონმა პირადი შეტყობინებები გაუგზავნა საუდის არაბეთის მეფისნაცვალ მოჰამედ ბინ სალმანს და ბიზნესმენ ჯეიმს დაისონს. პირველთან ერთად პრემიერ -მინისტრმა განიხილა ინგლისური საფეხბურთო კლუბ ნიუკასლ იუნაიტედის შესაძლო გაყიდვა, ხოლო მეორესთან ერთად – საგადასახადო შეღავათები.

 

2019 წელს ჯონსონმა მთავრობის წარმომადგენლებს გადასცა მითითებები ტელეფონებისა და ელ.ფოსტის გატეხვის რისკებთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს არ გამოეყენებინათ პირადი გაჯეტები სამუშაო მიზნებისთვის.

 

 

თამო თავხელიძე