მილიონობით სახლში დარჩენილი მუშა, ცარიელი ავტოსადგომები და მეტროს სადგურები – ბრიტანეთი კორონავირუსის კრიზისში.

დიდი ბრიტანეთის მთავარი ხაზის სარკინიგზო სადგურები დღესდღეობით ცარიელია,როგორც გეთვიკის,ჰითროუსა და სტენსტედის აეროპორტები, სიმშვიდეა ლონდონის ყველაზე ხალმხრავალ სავაჭრო ქუჩებშიც.

IWG Global Workplace-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 33 მილიონი დასაქმებული ადამიანიდან 20 მილიონმა შესაძლოა მუშაობა სახლიდან დისტანციურად გააგრძელოს.

მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ხალხს თვითიზოლაციისკენ მოუწოდა მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო იზოლირება.

აღსანიშნავია, რომ 5000-დან 10000-მდე ადამიანი სავარაუდოდ ითვლება კორონავირუსით ინფიცირებულად, თუმცა ოფიციალური მონაცემებით 596 შემთხვევა დაფიქსირდა, ფატალური შედეგით კი 10 შემთხვევა დასრულდა.

მთავრობის რბილმა დამოკიდებულებამ, რომელიც არ კრძალავს სკოლებისა და სხვა სასწავლო დაწესებულებათა სასწავლო პროცესის შეჩერებას ყოფილი მინისტრების ჯერემი ჰანტისა და რორი სტიუარტის უკმაყოფილება გამოიწვია.

ჯერემი ჰანტი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის შერჩევის კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ პრემიერ მინისტრმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს მას.
რორი სტიუარტი, ლონდონის მერობის კანდიდატი, რომელიც 2019 წელს ხელმძღვანელობდა აფრიკაში გაჩენილ ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ბრიტანეთის ძალებს, ფიქრობს, რომ საჭიროა მეტი ინფორმაცია და ღიაობა განსაკუთრებით ბრიტანელ ხალხთან, რადგან ეს ყველაზე რთული და საშინელი პანდემიაა, რომელიც უკანასკნელ 100 წელიწადში მსოფლიოს თავს დაატყდა.
მისი შეფასებით, მთავრობის მიდგომა სრულიად არასწორი და არაკომპეტენტურია და მიიჩნევს, რომ დროულად უნდა მოხდეს სახსრების გამოყოფა არსებული სიტუაციის დასტაბილურების მიზნით. სტიუარტის თქმით, თუ სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა შეძლო სწრაფად და ეფექტურად მოქმედება, ბრიტანელი ხალხიც მზად იქნება ყველა საჭირო ზომების მიღების შემთხვევაში იმოქმედოს საჭიროებისამებრ.

დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულმა ევროპასა და აშშ-ის შორის ფრენების აკრძალვამ ვერ მოახდინა გავლენა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიის რისკებთან ბრძოლისთვის არ მიმართავს უმკაცრეს ზომებს.
ჯერემი ჰანტი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი გაოგნებულია მთავრობის უმოქმედობით, რამეთუ შესაძლოა ბრიტანეთი იტალიის მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
მინი სეტის განცხადებით, ბრიტანელები მზად არიან დისტანციურ მუშაობაზე გადაერთონ, ბიზნეს სექტორი აქტიურად მუშაობს, რათა შეიმუშაოს ეფექტური გზა ონლაინ პლათფორმის დანერგვისთვის, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ სახლიდან გაუსვლელად, თვითიზოლაციის პირობებში მუშაობის.

IWG Global Workplace-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიების 61% – მა დისტანციური მუშაობის პროგრამა დანერგა. სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები აცხადებენ, რომ კორონა ვირუსის გამო მათ უჭირთ სწავლა და მუშაობა და მიესალმებიან დისტანციურ მუშაობას თუ კი მთავრობა მიიღებს ამის გადაწყვეტილებას.

კორონა ვირუსი დაუდგინდა არსენალის მწვრთნელს- მიკელ არტეტას. ჩელსის მთელი შემადგენლობა თვითიზოლაციაშია მას შემდეგ, რაც კალუმ ჰადსონ-ოდოის აღმოაჩნდა კოვიდ-19.

ლონდონი დაცარიელდა, ცარიელია მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი ადგილები, რომელთაც ტურისტთა ნაკადი არასდროს აკლდა.

მთავრობის წევრების განცხადებით, ბრიტანეთი თავის დროზე მიიღებს უკიდურეს ზომებს, ამჟამად მსოფლიო მუშაობს ვირუსისგან განკურნების გზებზე, შეუძლებელია თავის დაღწევა იმისგან, რაც მსოფლიოს პანდემიად მოედო, ამიტომ ბრიტანეთის მთავრობა იმოქმედებს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ამ დროისთვის კი სასწავლო დაწესებულებათა შეჩერებას არ განიხილავენ.

 

ავტორი: მარიამ ბარბაქაძე

წყარო: dailymail