ბრაზილიის პრეზიდენტი – კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის

კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა.

„ვიცოდი, რომ ოდესმე დავინფიცირდებოდი, ვფიქრობ საბოლოოდ, ყველა დაინფიცირდება. რისი გეშინიათ? მზად იყავით,“- აღნიშნა ბოლსონარუმ.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი თვის დასაწყისში დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ განმეორებითმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. გუშინ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ვირუსმა ფილტვები დაუზიანა, რის გამოც ანტიბიოტიკებით მკურნალობას განაგრძობს.

2020-08-02T00:40:45+04:00აგვისტო 2nd, 2020|