ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 41 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3 317 000-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 709 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 107 232-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატში, სან-პაულუში, ინფიცირების შემთხვევები წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში.