ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი სოფელ მუშევანთანაა დაკავშირებული, ხოლო რვა სოფელ გეტას კლასტერიდანაა.

Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 667 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383, გარდაცვლილი კი 12.