ბოკერიას ერთადერთი გეგმა დარჩა, რომ შეათრიოს წვრილ-წვრილი, პატარ-პატარა ნათაღლითარი პოლიტიკანებიდა შემდეგ მათ მიაცემინოს თავისთვის ხმები, – ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს.

„აბა გაერთიანება გვინდაო? ასე გვესმოდა მათგან. ამიტომ ვამბობ და ვამბობდი, გიორგი ვაშაძის სავარაუდო პრემიერობა სწორედ მაგიტომ დავაყენე, ახლა ხომ ყველაფერი გამოჩნდა, ლუსტრაცია მომხდარია.

დიდი ხანია, დაშლილია, მათ აერთიანებდათ მხოლოდ გეგმა, ოცდაათწლიანი რამდენიმე ნათაღლითარი ლამობს, რომ საქართველო ისევ იმ წრეზე ატრიალოს. ამჯერად კი, ის ნათაღლითარები აწყობდა ბოკერიას, რადგან საკანონმდებლო ორგანო აირჩევს პრემიერს.

ბოკერიამ თავის რეიტინგით კარგად იცის, რომ გარეთ ჩატარებული ვერანაირი კვლევით „ევროპული საქართველო“ ვერ მოხვდება. მან კი თქვა, რომ „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოს პრემიერი.

ერთადერთი გეგმა დარჩა, რომ შეათრიოს წვრილ-წვრილი, პატარ-პატარა ნათაღლითარი პოლიტიკანები და შემდეგ მათ მიაცემინოს თავისთვის ხმები. ეს იყო მისი გეგმა, ვფიქრობ, ჩავუშალეთ, ჯერჯერობით ასე ჩანს“, – აცხადებს ჩარკვიანი.