“ბეცეჟე” ვაქცინა შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს კოვიდ 19-თან ბრძოლაში

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სავალდებულო პოლიტიკის მქონე ქვეყნებში უფრო ნაკლები კორონავირუსული სიკვდილიანობა აღნიშნება, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ ეს პოლიტიკა.

მართალია, ეს მხოლოდ კორელაციაა, მაგრამ მინიმუმ ექვსი ქვეყნის კლინიკები აწარმოებენ საცდელ პროცედურებს, რომელიც გულისხმობს სამედიცინო მუშაკებისა და ხანდაზმულებისთვის ე.წ. BCG ( ბეცეჟე) ვაქცინის დანიშვნას, რათა გაიგონ თუ რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა კორონა ვირუსის წნააღმდეგ.

გონზალო ოტაზუ, ნიუ – იორკის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი და კვლევის წამყვანი ავტორი, ანალიზზე მუშაობას შეუდგა მას შემდეგ, რაც შეამჩნია იაპონიაში კოვიდ-19-ის შემთხვევათა მცირე რაოდენობა.

შეგახსენებთ, რომ იაპონია გახლავთ მსოფლიოს იმ ქვეყნებისგან ერთ-ერთი სადაც BCG აცრა სავალდებულოა.

ოტაზუმ თქვა, რომ მან იცოდა იმ წარსულში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომლის თანახმადაც BCG ეფექტურია როგორც ტუბერკულიოზის, ასევე სხვა ინფექციების მიმართაც.მისმა გუნდმა ჩამოაყალიბა მონაცემები, თუ რა ქვეყნებს ჰქონდათ BCG უნივერსალური ვაქცინის პოლიტიკა და როდის ამოქმედდა ისინი..

მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ კოვიდ -19 შემთხვევათა დიდი რაოდენობა, აშშ და იტალია რეკომენდაციას უწევენ BCG ვაქცინებს, მაგრამ მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვინც შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ ( სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმული ადამიანები ), მაშინ როდესაც გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ადრე იყენებდნენ BCG ვაქცინის პოლიტიკას, მაგრამ მათ ათეულობით წელია ეს აცრები ამოიღეს ხმარებიდან. ჩინეთში, სადაც პანდემია დაიწყო, აქვს BCG ვაქცინის პოლიტიკა, მაგრამ 1976 წლამდე მოცემული ვაქცინაზე ჩინეთში ხელი თითქმის არ მოუწვდებოდათ, თქვა ოტაზუმ.

ქვეყნებს, მათ შორის იაპონიასა და სამხრეთ კორეას, რომლებმაც მოახდინეს დაავადების კონტროლი, აქვთ BCG ვაქცინების უნივერსალური პოლიტიკა.

900 000 – ზე მეტი ადამიანი დაავადდა ახალი კორონა ვირუსისგან და 45 000-ზე მეტი გარდაიცვალაა. ნებისმიერი ვაქცინა, რომელზეც ეხლა მიდის მუშაობა, ეფექტური იქნება მხოლოდ  ერთი წლის შემდეგ, შესაბამისად მიზანშეწონილია იმის გადახედვა, შეუძლია თუ არა BCG ვაქცინას დაცვა Covid-19– ისგან, თქვა ელეონორ თევზმა, ტორონტოს უნივერსიტეტის იმუნოლოგიის განყოფილების პროფესორმა.

ინფექციური დაავადებების ექსპერტი ჰოლანდიაში Radboud უნივერსტეტის სამედიცინო ცენტრში  მიჰაილ ნეტა ერთ-ერთი პირველია ვინ BCG-ს ეფექტურობას ცდის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. ცდები მიმდინარეობს აშშ-ში, დანიაში, გერმანიაში, ავსტრალიაში და სხვა.

მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ უკეთესად გაერკვნენ, თუ რატომ შეიძლება BCG ვაქცინა ეფექტური არა მხოლოდ ტუბერკულოზის, არამედ სხვა დაავადების მიკრობების წინააღმდეგ. ნეტას ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული სამუშაო აჩვენებს, რომ BCG ვაქცინა მგრძნობიარეა იმუნური სისტემისთვის იმგვარად, რომ, როდესაც ნებისმიერი პათოგენი, რომელიც ეყრდნობა იმავე შეტევის სტრატეგიას, როგორიც გააჩნია ტუბერკულოზის ბაცილებს, ის მზად არის უკეთესად უპასუხოს, ვიდრე იმუნურმა სისტემამამ, რომელმაც არ იცის თავი როგორ დაიცვას მსგავსი სტრატეგიის მქონე ბაცილებისგან. ვაქცინა კი სწორედ ამას აკეთებს, ასწავლის იმუნიტეტს თუ როგორ დაიცვას სწორედ თავი მსგავსი ტიპის ბაცილებისგან.

“ხალხმა არ უნდა დაიტაცოს BCG ვაქცინა როგორც ეს მოხდა ტუალეტის ქაღალდის შემთხვევაში” ამბობს ოტაზუ.

მცირეა შანსი, რომ BCG ვაქცინამ  გაზარდოს კორონავირუსის რისკი, მაგრამ მეცნიერებს სურთ მეტი იცოდნენ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ.

ნებისმიერ შემთხვევაში, BCG ვაქცინა არ უნდა იყოს ერთადერთი ინსტრუმენტი Covid-19- ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ოტაზუმ ასევე დასძინა, რომ ”მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაავადება კონტროლირებულად და დამარცხებულად ჩათვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა აცრილი არის  BCG- თი, დაავადების გავრცელების მართვისთვის საჭიროა სოციალური დისტანციის, მასობრივი ტესტირებისა და იზოლირების მეთოდიკის განხორციელება”.

 

წყარო: ბლუმბერგი

 

2020-04-03T22:02:47+04:00აპრილი 3rd, 2020|