ბელორუსიის დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას,- ამის შესახებ ინფორმაციას არხი 24 ავრცელებს.

 

დიქტატორმა ასევე განმარტა, რომ საწვავის და საპოხი მასალების იმპორტის 35-40% უკრაინაში შედის რუსული კომპანია “როსნეფტიდან”, ხოლო დაახლოებით 35% ბელორუსიდან. ”

 

ჩვენ რომ გვდომებოდა დაგვჩოქებინა უკრაინა, გულწრფელად გითხრათ, ჩვენ ამას გავაკეთებდით 24 საათში პუტინთან ერთად, რომელიც თქვენ არ გიყვართ. ჩვენ შევწყვეტდით თქვენს მომარაგებას საწვავით და საპოხი მასალებით, ” – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 უკრაინელმა ჟურნალისტმა ლუკაშენკოს ჰკითხა, დააწესებს თუ არა ბელორუსი სანქციებს ენერგეტიკის სექტორში. ამის საპასუხოდ, დიქტატორმა თქვა, რომ ამ მომენტში ბელორუსში არის “მოჭარბებული რაოდენობის ენერგია”, რომლის შემოტანაც შესაძლებელია უკრაინაში. ამავე დროს, ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ უკრაინა “იქცევა ძალიან ბოროტად, როდესაც მას ეს აწყობს”. გარდა ამისა, ბელორუსიის დიქტატორის თქმით, ბელორუსიამ ცოტა ხნის წინ ელექტროენერგია მიყიდა უკრაინას 25 მილიონ დოლარად, რადგან სავარაუდოდ “დაახლოებით შვიდმა ინსტალაციამ შეწყვიტა მუშაობა”.

ლუკაშენკოს თქმით, უკრაინა “ძალიან არის დამოკიდებული ბელორუსიაზე” და ამიტომ არ უნდა “ითამაშოს სანქციების იარაღით”.

 

 

თამო თავხელიძე