შვეიცარიაში, ბაზელის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ადამიანის სხეულში ახალი კუნთი აღმოაჩინეს-  კუნთის ღრმა ფენა, რომელიც ამაღლებს ქვედა ყბას და ეხმარება ადამიანებს ღეჭვაში. კვლევის სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Annals of Anatomy.

 

საღეჭი კუნთი მიჩნეული იყო როგორც ორი ფენა (რომელიც შედგებოდა ღრმა და ზედაპირული ფენისგან), მაგრამ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო უფრო რთული. მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა რამდენიმე ათეული ადამიანის თავი, მათ შორის 12 ფორმალდეჰიდში შენახული.

ცოცხალ ადამიანებს ჩაუტარდათ გამოკვლევა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, ცხედრების თავები ამოკვეთეს. კვლევის მსვლელობისას ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საღეჭ კუნთს აქვს სხვა კუნთოვანი შრეც.

„მასეტერული კუნთის ეს ღრმა რეგიონი აშკარად განსხვავდება დანარჩენი ორი ფენისგან თავისი პოზიციითა და ფუნქციით“, – თქვა კვლევის თანაავტორმა სილვია მესეიმ.

აღმოჩენილ კუნთოვან შრეს ეწოდა Musculus masseter pars coronidea (მასეტერული კუნთის კორონოიდური ნაწილი). კუნთი მიმაგრებულია ქვედა ყბის კონდილარულ (კორონოიდულ) პროცესზე. კუნთოვანი ბოჭკოების მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ფენა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვედა ყბის სტაბილურობის შენარჩუნებაში, აღნიშნავენ მეცნიერები.

 

 

თამო თავხელიძე