„უნდა შევეხო არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს. სამსახურისთვის ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. განსაკუთრებით ფაქიზია არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები, რომელიც ასევე ბევრ ადგილზე გროვდება, თუმცა, არასრულწლოვნების შესახებ ყველაზე მეტი მონაცემი სასკოლო-საგანმანათლებო დაწესებულებეში გროვდება. წლის განმალობაში ჩვენი ინიციატივით შევისწავლეთ რამდენიმე საჯარო და ასევე, კერძო სკოლა. აღმოვაჩინეთ, რომ ვ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ისეთ ადგილზე ინახება, რომელზეც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციიდან სხვა პირებსაც, რაც რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. ასევე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეო და სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერის შენახვის წესების დაცვა- ვის გადაეცემა ეს მონაცემები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა მაგალითად პოლიციის დაწესებულებებისთვის“,-განაცხადა თოლორაიამ.

 

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე , პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.