„შეთანხმება იქნა მიღწეული ერთის გამოკლებით, ბატონი კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე ანუ მინუს ერთით, აბსოლუტური უმრავლესობა იქნება მომხრე და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა განსხვავებული პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ, რომ წინააღმდეგობის საფუძველი არ გვაქვს, რამეთუ ჩვენი მოთხოვნა მიღწეულია. ერთ შემთხვევაში მოღწეულია ის, რომ მაჟორიტარობის შემადგენელი იქნება შენარჩუნებული, არა იმ რაოდენობით რასაც ვითხოვდით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული. ასევე, საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც არის რისკის შემცველი, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შემდგომი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, რაც ახალისებდა ოპოზიციას და ისინი ამის გამო ქუჩას არ ტოვებდნენ და ახდენდნენ მუდმივ დესტაბილიზაციას და აურზაურს, ეს ჩანაწერი გასწორდება. ასე, რომ პრაქტიკულად ჩვენი მოთხოვნები მივიღეთ, დააკმაყოფილა უმრავლესობამ და მხარს დავუჭერთ აუცილებლად“, – განაცხადა ხუნდაძემ.