ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ცხრა წლის ბავშვი ჩავარდა.

დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შემთხვევა ბათუმში არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაფიქსირდა. 2019 წლის 29 ივლისს, სამი წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.