„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

სამადაშვილი ბაქრაძის განცხადებას გაუგებარს უწოდებს.

„ჩემთვის გაუგებარია დავით ბაქრაძისნაირი გამოცდილი პოლიტიკოსისგან მსგავსი თვითდაზიანების მიყენება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ბაქრაძე როდესაც თავს ესხმის მიხეილ სააკაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს და პარტიის მხარდამჭერებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერს, ამითი ის აზიანებს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და მათ შორის იმ მაჟორიტარი კანდიდატების ინტერესებს“, – განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში სამადაშვილმა.