ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.

„ეს მესიჯია, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა.

ბელარუსის პრეზიდენტის გარდა, ე.წ. შავ სიაში 29 ბელარუსი მაღალჩინოსანი მოხვდა.ლუკაშენკო