ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს. დღეიდან, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის მცხოვრებლებს შეეძლებათ აღნიშნულ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს სამივე სახელმწიფოში ჩასვლისას 14- დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სამივე ქვეყანაში ერთად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 150-ს არ აღემატება, ხოლო მთლიანობაში ბალტიისპირეთში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 4259-ს შეადგენს.