ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში სისხლის წვეთების გარდა, 2 უცნობი მამაკაცის დნმ აღმოაჩინეს

პირბადეზე, თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის წვეთების გარდა აღმოჩნელია უცნობი მამაკაცის დნმ, რომელიც არ შეიძლება იყოს თამარის ბიოლოგიური ნათესავი. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, სიჩქარის გადამრთველ კოლოფზე ბაჩალიაშვილის დნმ-სთან ერთად მდედრობითი სქესის კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ია აღმოჩენილი, რომელიც შეიძლება 23 წლის პროგრამისტის ბიოლოგიურ ნათესავი იყოს.

კიდევ ერთი უცნობი მამაკაცის დნმ ექსპერტებმა მანქანის სალონის წინა სათავსოს სახელურზე, ტუბზე და ელექტროშოკზე იპოვნეს, რომელიც განსხვავდება პირბადეზე არსებული მამაკაცის დნმ-სგან.

2020-09-06T23:34:47+04:00სექტემბერი 6th, 2020|