“აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალი 85%-ით არის შემცირებული”

საქართველოს აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 85%-90%-ით არის შემცირებული – ამის შესახებ განცხადება დღეს “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გააკეთა.

“საქსტატის” დირექტორმა ივნისის ეკონომიკური ვარდნის შესახებ გამართა ბრიფინგი. გასული თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა 7.7% იყო, ხოლო წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის შემცირება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო და 12.6%-ს შეადგენდა.

“კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების გართობის და დასვნების სექტორებში, რაც დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან. დაახლოებით 85%-90%-ით არის შემცირებული მსგავსი ტიპის კომპანიების ბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

“საქსტატი” სექტორების მიხედვით, მათ შორის აზარტული თამაშების სფეროს მიმართულებით არსებული ვარდნის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას მომდევნო თვეში გამოაქვეყნებს.

2020-08-01T00:23:59+04:00აგვისტო 1st, 2020|