ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ  ქვეყანა დატოვა.

 

აზია-პლუსის ცნობით, ღანი ტაჯიკეთში გაფრინდა.

 

ავღანეთის მთავრობის ერთ -ერთმა თანამშრომელმა, საჯჯად ნურისტანმა თქვა, რომ ტაჯიკეთის შემდეგ ღანი გაემგზავრება მესამე ქვეყანაში. რომელიც მითითებული არ არის.

 

ავღანური ტელეარხი TOLOnews ასევე იტყობინება, რომ ღანიმ დატოვა ქვეყანა. მისივე თქმით,  მას თან ახლავს მისი უახლოესი თანაშემწეები. 

 

ქაბულში რუსეთის საელჩომ დაადასტურა ინტერფაქსი, რომ ღანიმ დატოვა პრეზიდენტის სასახლე, მაგრამ არ დაუკონკრეტებია დატოვა თუ არა ავღანეთი.