შალვა ნათელაშვილმა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა განაცხადა, რომ თუ მას აირჩევენ, სკოლებში კვება უფასო იქნება და მოსწავლეებს ნოუთბუქებს დაურიგებს.

შალვა ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია მაღალჩინოსანთა შვილები საჯარო სკოლებში დადიოდნენ, რათა სახელმწიფო სკოლის პოპულარიზაცია მოხდეს.
“თანამდებობის პირი, რომელიც თავის შვილს არ შეიყვანს საჯარო სკოლაში, ვერ დარჩება თანამდებობაზე” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.