24 ივლისს, დილით, კალიფორნიაში (აშშ) გარდაიცვალა 77 წლის სერიული მკვლელი როდნი ალკალა,- ამის შესახებ BBC იუწყება.

ალკალა გარდაიცვალა კორკორანის ციხის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში. ციხის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით მოხდა.

ეს კაცი ცნობილია როგორც “გაცნობის თამაშის მკვლელი”, რადგან მან მონაწილეობა მიიღო ამერიკული ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუში.

ალკალას სიკვდილით დასჯა პირველად 1980 წელს ორანჯის ოლქში მიუსაჯეს, 12 წლის გოგონას რობინ სამსოს გატაცებისა და მკვლელობის გამო,  რომელიც ლოს-ანჯელესში ერთი წლით ადრე ჩაიდინა. ამასთან, კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი და განმეორებითი სასამართლო პროცესი შედგა მხოლოდ 6 წლის შემდეგ. შემდეგ მანიაკს კვლავ მიუსაჯეს სიკვდილი, მაგრამ განაჩენი კვლავ გააუქმეს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სამართალდამცველებმა დაადგინეს ალკალას მონაწილეობა სხვა დანაშაულებებში. 2010 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ ცნეს როგორც რობინ სამსოს, ასევე 18 და 32 წლის სხვა ოთხი ქალის მკვლელობაში 1977 და 1979 წლებში, რის  შემდეგაც მას საბოლოოდ მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რომელიც ძალაში დარჩა.

როგორც Associated Press- მა აღნიშნა, ალკალას შესაძლოა მონაწილეობა მიეღო 130 მკვლელობაში, რომელიც შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. გამოძიებას ამავე დროს მიაჩნია, რომ მისი მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა შეიძლება ვერც ვერსადროს დადგინდეს. 2019 წელს კალიფორნიაში დაწესდა მორატორიუმი სიკვდილით დასჯის შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე