ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმატებით შეძლეს ადამიანს ღორის სხეულში გაზრდილი თირკმლის გადანერგვა. The Guardian-ის ცნობით, ექიმებმა  გენმოდიფიცირებული ცხოველი გამოიყენეს შესაძლო რისკების შესამცირებლად. ღორის თირკმელი გარდაცვლილი ქალის სხეულის დიდ სისხლძარღვებთან იყო დაკავშირებული და ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ორგანო რეგულარულად ასრულებდა თავის ფუნქციებს და უარყოფის ნიშნები არ შეინიშნებოდა. მინესოტას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორმა ენდრიუ ადამსმა კვლევას “მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდა. ”ეს დაარწმუნებს პაციენტებს, მკვლევარებს და მარეგულირებლებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ”, – თქვა მან.

 

მეცნიერთა აზრით, ღორი ყველაზე შესაფერისია ასეთი პროცედურებისთვის, რადგან მათ აქვთ ორგანოები, რომელიც მიესადაგება ადამიანის ორგანოებს.

 

 

 

თამო თავხელიძე