აშშ-სა და თურქეთს შორის ლიბიის პროცესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ახალი ეპოქა დაიწყოს

„ჩვენი დღევანდელი საუბრის შემდეგ აშშ-სა და თურქეთს შორის ლიბიის პროცესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ახალი ეპოქა დაიწყოს. გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ,“- განაცხადა ერდოღანმა, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

ლიბიაში კონფლიქტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2014 წელს კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. თურქეთი მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობას უჭერს, გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდამჭერია აშშ-ც.

2020-06-09T17:39:39+04:00ივნისი 9th, 2020|