აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ცნობით, აშშ-მ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ პომპეო Twitter-ზე წერს.

“სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციას რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩადენისთვის, წამების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების, იძულებითი გაუჩინარებების ჩათვლით. ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა დადგეს”. – წერს მაიკ პომპეო.

2020-07-20T20:07:57+04:00ივლისი 20th, 2020|