რუსეთში აშშ-ს საელჩო 12 მაისიდან შეაჩერებს არაემიგრანტული ვიზების დამუშავებას არადიპლომატიური მოგზაურობისთვის,-ამის შესახებ დიპლომატიური მისიის პრესსამსახურმა 30 აპრილს განაცხადა.

 

საელჩომ აღნიშნა, რომ ამცირებს საკონსულო მომსახურების მოცულობას. იგი გააგრძელებს მხოლოდ გადაუდებელი მომსახურების მიწოდებას აშშ-ს მოქალაქეებისთვის და გაუმკლავდება “ძალზე შეზღუდული რაოდენობის  ემიგრანტული ვიზების ვადის ამოწურვის გაგრძელებას და სიცოცხლისათვის საშიში ან სიკვდილთან დაკავშირებული იმიგრაციული ვიზების მიღებას”.

”საელჩოს მომსახურების შეზღუდვა დაკავშირებულია 23 თებერვალს რუსეთის მთავრობისთვის შეტყობინებასთან,  რომ იგი აპირებს აკრძალოს რუსეთში მდებარე აშშ-ის საელჩოსთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნებისმიერი სახით დასაქმება. არაიმიგრანტული ვიზების დამუშავება არადიპლომატიური მოგზაურობისთვის შეწყდება. მოსკოვში საელჩო არ შემოგთავაზებთ რეგულარულ სანოტარო მომსახურებას, საკონსულო ინფორმაციას საზღვარგარეთ დაბადების შესახებ ან პასპორტის განახლების მომსახურებას უახლოეს მომავალში “, – ნათქვამია შეტყობინებაში.

 

საელჩოს რეკომენდაციით, აშშ-ს მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან და მათ ვიზას ვადა გაუვიდა, 15 ივნისამდე უნდა დატოვონ რუსეთი.

 

”ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთის მთავრობის მოქმედებებმა აიძულა საკონსულოს თანამშრომლების  რაოდენობა  შემცირებულიყო 75%-ი, ამავდროულად,  ჩვენ შევეცდებით აშშ-ს მოქალაქეებს რაც შეიძლება მეტი მომსახურება შევთავაზოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე