ევროპაში ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, აშშ-ს საჰაერო ძალების გენერალი ფილიპ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია შეუტიოს უკრაინას როგორც სამხრეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან. ამის შესახებ მან “ფაქტ”-თან ინტერვიუში განუცხადა.

 

ბრიდლავი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აქტიურობს სამხრეთ უკრაინაში, რადგან მას ამის გაკეთება მოუწევს დროებით ოკუპირებული ყირიმის საკმარისი წყლით მომარაგების ან ნახევარკუნძულის სახმელეთო დერეფნის გარღვევის აუცილებლობის გამო.

 

ამავდროულად, ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ რუსეთი შეიძლება შეეცადოს აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ უფრო დიდი ტერიტორიების კონტროლს.

 

ამავე დროს, ბრიდლავმა ხაზი გაუსვა, რომ კრემლს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი დეზინფორმაცია და ტყუილი, რათა გაამართლოს თავისი სამხედრო აგრესია.

 

 

 

თამო თავხელიძე