აშშ გრენლანდიაში საკონსულოს გახსნას გეგმავს

აშშ გეგმავს საკონსულოს გახსნას გრენლანდიაში და ამისთვის, 12 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო არქტიკაში მისი ყოფნის გასაძლიერებლად, -განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნმა ბრიფინგზე საუბრისას. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ არქტიკული ქვეყანა უკვე 150 წლის განმავლობაში, ასე რომ, იმაში ახალი არაფერია. რომ ჩართული ვართ არქტიკის საქმეებში და გვსურს ნუუკში ჩვენი საკონსულოს გავხსნათ ” აშშ-ის მიზანია გახდეს არქტიკული სახელმწიფოების პრიორიტეტული პარტნიორი, მათ შორის გრენლანდიის.

”ამ ძალისხმევის ფარგლებში, დანიის სამეფოსა და გრენლანდიის ხელისუფლების კონსულტაციის გავლით, ჩვენ შევიმუშავეთ, 12.1 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების პაკეტი, რათა ერთგვარი ბიძგი მივცეთ ამ ახალ წამოწყებას- თუკი გსურთ, ჩვენი ურთიერთობა გრენლანდიასთან,” – აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ “გრენლანდიის შეძენაზე”. 2019 წლის დეკემბერში დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს გამოყოს დაახლოებით 221 მილიონი აშშ დოლარის არქტიკაში თავდაცვის გასაძლიერებლად. იმავე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იგი დაინტერესებული იყო დანიის საკუთრებაში მყოფი გრენლანდიის სტრატეგიული თვალსაზრისით შეძენით. დანიისა და გრენლანდიის მხრიდან, ამ შეთავაზებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ამავდროულად, ევროკავშირში გრენლანდიის წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელმა, მინინგუაკ კლეისტმა თქვა, რომ ნუუკი ხელს უწყობს ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაფართოებას.

 

ავტორი: თამო თავხელიძე 

2020-04-24T13:54:08+04:00აპრილი 24th, 2020|