აშშ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ავღანეთში 5 000-ზე ნაკლები ამერიკელი ჯარისკაცი იქნება.

ცნობისთვის, ავღანეთში 9000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

 

2020-08-09T16:38:51+04:00აგვისტო 9th, 2020|