არცერთი ეკლესიის დეზინფექცია ამ დრომდე არ ჩატარებულა – თამარ კორძაია

„ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ყოფილი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საპატრიარქო არ ზრუნავს მოსახლეობაზე, რადგან ამ დრომდე, არცერთი ეკლესიის დეზინფექცია არ მომხდარა.

„არცერთი ეკლესიის დეზინფექცია ამ დრომდე არ ჩატარებულა და მიმაჩნია, რომ საპატრიარქო მოსახლეობაზე არ ზრუნავს. ამის ვალდებულება აქვს მთავრობას და პრემიერმინისტრმა ეს უნდა უზრუნველყოს. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასწავლო დაწესებულებების დეზინფექაცია მიმდინარეობს, რატომ არ უნდა მოხდეს ეკლესიების, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ყველაზე დიდი ადგილის სანიტრაული დამუშავება?!

არ არის ტოლერანტული დამოკიდებულება, როცა მართლმადიდებელ მრევლს მიაჩნია, რომ ზიარება საკურნებელია და მათ შემხებლობა აქვთ არაქრისტიანებთან.“ – განმარტავს თამარ კორძაია.

 

წყარო: პრაიმტაიმი

2020-03-04T22:40:06+04:00მარტი 4th, 2020|