არც ერთი ნაბიჯი უკან, ყველას ვაჩვენებთ არჩევნებზე რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“

მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან, არავითარი თავდახრა, ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პატიმრების გათავისუფლება არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმების საფუძველი. „ვერც იქნებოდა, რადგან ვერც პარლამენტი, ვერც მთავრობა, ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას და შეთანხმება ვერ შედგებოდა ისეთ რაღაცაზე, რომლის შესრულების შესაძლებლობა არ არსებობდა. რაც შეეხება რეაქციებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის და თქვენ შეგიძლიათ 2012 წლიდან მოყოლებული ნახოთ სხვადასხვა ტიპის განცხადებები ევროპარლამენტარების, კონგრესმენების მხრიდან სხვადასხვა კონკრეტულ კრიმინალებთან მიმართებაში. ეს სიახლე არ არის ჩვენთვის, გვქონია ეს მოცემულობა. რაც შეეხება ვიცოდით თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. თქვენ ვერ გვაჩვენებთ ვერც ერთ პუნქტს, ვერც ერთ სიტყვას იმ შეთანხმებაში, რომელიც გახდა საჯარო, რომ იქ საერთოდ ნახსენები ყოფილიყო კრიმინალების გამოშვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ, მომხრეებს და თანაგუნდელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„8 მარტის შეთანხმება რაც იყო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას დავუჭიროთ მხარი, ეს იყო აღებული ვალდებულება, პასუხისმგებლობა. ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდა ოპონენტებს, რომ ეს გამოეყენებინათ ქვეყნის წინააღმდეგ, რაც არ გამოუვიდათ. როგორც პოლიტიკოსს, მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების და ის განმარტებები, რომელიც მან გააკეთა, ზუსტად მიუთითა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, საარჩევნო სისტემა არ მიღებულიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც არის დაანონსებული და, რაზეც იყო შეთანხმება. ექნებოდათ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ მმართველ პარტიაზე. ეს სერიოზულ ზიანს გამოიწვევდა ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით და ხელისუფლების მიმართ, რაც არ გამოვუდათ. მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან არავითარი თავდახრა ჩვენ ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რას წარმოადგენს ქართული ოცნება და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან“, – განახცადა კახა კალაძემ.

წყარო

2020-05-16T00:11:03+04:00მაისი 16th, 2020|