არგენტინასა და ბრაზილიაში მცენარეულ კულტურებს კალია ანადგურებს

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში კალიების შემოსევაა. მავნებლებმა ,რომლებიც დღეში საშუალოდ 150 კმ მანძილზე გადაადგილდებიან, უკვე მიაყენეს დიდი ზიანი პარაგვაის.  21 მაისს მათი შემოსევა დაფიქსირდა არგენტინაში .არის დიდი საშიშროება იმისა, რომ შემდეგი ქვეყანა იქნება ბრაზილია.

ბრაზილიის მთავრობამ მოუწოდა ფერმერებს მზად იყვნენ და ამავდროულად დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ მოსალოდნელ შემოსევასთან დაკავშირებით.

არგენტინის პროვინციებში სანტა ფესა და ფორმოზაში კალიებმა დიდი ზიანი მიაყენეს სიმინდის, შაქრის ლერწმის, ხორბლისა და შვრიის მოსავალს.
ამჟამად, ისინი დაფიქსირებულნი არიან კორიენტესის ერთ-ერთ პროვინციაში. ადგილობრივმა მმართველობამ განაცხადა, რომ მათ ცეცხლის მეშვეობით ებრძვიან.
კორიენტესი ესაზღვრება ბრაზილიასა და ურუგვაის. ორივე ქვეყანა აკვირდება მათ გადაადგილების მარშრუტს და სხვა დეტალებს.
არგენტინის სურსათის უვნებლობის ორგანიზაცია ,,სენასამ” განაცხადა, რომ ცივმა ამინდებმა კალიების ნაწილობრივი შემცირება გამოიწვია, თუმცა მიუხედავად ამისა, ფიტოსანიტარული საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ბრაზილიის სამხრეთ ორ სახელმწიფოში რიო გრანდე დო სულსა და სანტა კატარინაში.
აღსანიშნავია, რომ არგენტინისა და მისი მიმდებარე ქვეყნებისთვის კალიების შემოსევა არც თუ ისე უჩვეულოა. ბოლო დროს, 2019 და 2017 წლებში არგენტინაში ყველაზე დიდი შემოსევები დაფიქსირდა.