საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება. როგორც გახარიამ განაცხადა, დღის წესრიგში არ დგას ასევე დაწესება ისეთი შეზღუდვების, რომელსაც ქვეყანის ეკონომიკაზე ექნება გავლენა.

„არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესში ცვლილებები, დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, ისივე როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება“,- განაცხადა გახარიამ.8გახა7