“არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კონგრესმენმა ინტერვიუში ასევე მმართველ გუნდა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა. კინზინგერი ამბობს, რომ მხარეეს შორის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს.

რაც შეეხება არჩევნებს, ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს.

“არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნდა უზრუნველვყოთ არჩევნების თავისუფლად და სამართლიად ჩატარება, რათა ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია. ასე ხდება აქაც, წარმომადგენელთა პალატის და ყოველ 4 წელში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში. ეს არჩევნები იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი საქართველოს ურთიერთობებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმედია მივალთ აქამდეც და ასეც იქნება”, – აღნიშნა კინზინგერმა.

 

წყარო