არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 15 აპრილის ქადაგებაში კორონა ვირუსის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს:

“ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით.თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ.

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა”

2020-04-15T21:18:03+04:00აპრილი 15th, 2020|